20130706

სამი სოფლის მთავარი საგზაო არტერია მოსახლეობის სიცოცხლისათვის საშიშ, ხაფანგს წარმოადგენეს !




სამეგრელო.ჩხოროწყუს რაიონი,სოფელი ახუთი - ნანატრი და ოცნებებით შემკული ახალი სკოლა აშენდა.არ გასულა საუკუნე და სოფლის ოცნებაც ახდა,თუმცა არა იმ მოცულობით რაც შეპირებული და დაგეგმილი იყო,მაგრამ მთავარია სკოლაში ქვეწარმავლები და მწერები აღარ ამოყოფენ თავებს იატაკიდან.ფანჯები იღება და იხურება კიდეც... ძველი.180 წლის ხის სკოლას ეს ფუნქცია კარგა ხანია არ ქონდა.რა თქმა უნდა საკითხავია რატომ დაიდგა ახალი სკოლა მოძრავი ქანების მქონე ადგილას თუმცა პასუხიც ლოგიკურია -ვინაიდან პრიორიტეტული დღეს გზისპირზე მშენებლობაა.
დიდი მადლობა, ვის? ....სწორია, ჯეოსელს... 


მთავარი ფაქტი რამაც შეშფოთება გამოიწვია არის გზა რომელსაც სკოლაში მიმავალი ბავშვები გადიან.გზა ნაომარ ტერიტორიას გავს .ორმო ორმოზე გადადის.ყველაზე საშიში კი არის ვიწრო ხიდი,რომელიც 8-9 მეტრი სიმაღლეზე არის მიწის ზედაპირიდან და რომელსაფ ფაქტიურად არ გააჩნია მოაჯირი!! აღნიშნული ხიდი, არა მარტო ბავშვებისათვის , ნებისმიერი ზდასრული მცხოვრებლებისათვისაც საშიშრიებას წამოადგენს დანგრეული ზედაპირითა და მოუწესრიგებელი სამაგრებით.მიუხედავად იმისა,რომ მოძრავი და მთავარი დამაკავშირებელი ხიდია ორ ახუთს და ნოღას შორის . ადგილობრივ მოსახლეობას ყოველდღე უწევს ამ გზის გავლა როგორც ტრანსპორტით ასევე ფეხით პატრონი და შემკეთებელი წლებია ვერ მოიძებნა. იმედია ეს ინფორმაცია მივა უფლებამოსილ პირებთან და შესაბამისი რეაგირება მოხდება. არ შეიძლება სამი სოფლის მთავარი საგზაო არტერია მოსახლეობისათვის სიცოცხლისათვის საშიშ, დაუდევრობით გამოწვეულ ხაფანგს წარმოადგენდეს .

Комментариев нет:

Отправить комментарий