20130706

"ჩამოსულები" - თბილისისა და რეგიონები პრობლემა




არსებულ რეალობაში თბილისი ,გარკვეულწილად ,თავკომბალას ფორმას იძენს.იზრდება თბილისის მოსახლეობა და კატასტროფულად მცირდება მოსახლეობა რეგიონებში.სოფლები და რაიონები იცლება შრომისუნარიანი მოსახლეობისაგან. შესაბამისად იკვრება წრე,თუ არ მოგვარდება მოსახლეობის დასაქმების, მოტივირებულობის და შემოსავლიანობის პრობლება რეგიონებში -მუდმივად სახეზე გვექნება ორი ურთიერთდამოკიდებული პრობლემა:
1. თბილისის მოსახლეობის რეგიონებიდან ჩამოსული დასაქმების მაძიებლებით მატება
2. რეგიონების დაცლა შრომისუნარიანი მოსახლეობისაგან
ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა რომელიც წარმოადგენს ქვაკუთხედს ამ რთული სიტუაციისა- არის არასწორი სახელმწიფო პოლიტიკა. სახელმწიფო ნების არარსებობა დაუძლეველს ხდის არსებულ მდგომარეობას.
გასათვალისწინებელია თუ რა პერიოდი გამოიარა საქართველოს მოსხლეობამ: ომი, კრიზისი, მშვიდობა შეზღუდული განვითარების პირობებში... რთული და მრავალწლიანი პერიოდი რომელმაც თავისი დაღი დასვა ქართული ერის როგორც მატერიალურ ასევე სულიერ მდგომარეობაზე. რა დასამალია საკმაოდ უკან დასწია ქართული ერის,განსაკუთრებით გლეხკაცის ცნობიერება საარსებო მინიმუმის მოპოვების სიმძიმემ. სადაც "მშია" ს ინსტიკტი დომინირებს იქ ერის განვითარება შეუძლებელია....


ამ წარსულიდან და რეალობიდან გამომდინარე ჩიხიდან გამოსასვლედად აუცილებელია ზემდგომი ძალის დახმარება . უნდა არსებობდეს უპირველეს ყოვლისა სწორი სახელმწიფო პროგრამა და რაც უმთავრესია ჭეშმარიტი სახელმწიფო ნება რეგიონების განვითარების და რეგიონის მოსახლეობის შენარჩუნების . არ მსურს ამ საკითხის პოლიტიზირება თუმცა , საკმაოდ რთულია გვერდის აქცევა წინა თუ მოქმედი ხელისუფლების აჟიტირებული გამოსვლების ფონზე- "ყველაფერი კეთდება" ერის საბედნიეროდ და საკეთილდღეოდ . ვისმენ და მიჩნდება შთაბეჭდილება რომ ყველაფერი კეთდება რომ არაფერი გაკეთდეს. სპეციალისტების აზრით, რაც კეთდებოდა თუ კეთდება, ყვავის დილეტანტური მიდგომითა და ფაქტობრივი სურათის ზედაპირული ანალიზით.
ამჟამად თბილისისაკენ მიეშურება ყველა ვინც კი ზრდასრულ ასაკს აღწევს,მინიმალური სარჩოს მოსაპოვებლად.
იმ შემთხვევაში თუ ადგილზე დასაქმების და "თავი რჩენის" იმედი და შესაძლებლობა ადგილზე ექნებათ -თბილისში ჩამოსვლის მსურველები, სწავლის მოსურვეთა ახალგაზრდების რაოდენობამდე შემცირდება . შესაბამისად გაუმჯობესდება მოსახლეობის ნამატი და კონტიგენტი.
გაიზდრება მოსახლეობა რეგიონებში,დაბალანსდება საქართველოს ტერიტორის ათვისებადობის მაჩვენებელი.
ზემოთთქმულიდან გამომდინარე მინდა შეგახსენოთ რომ ადამიანის თვითგადარჩენის ინსტინქტი უძლიერესი ფენომენია, მისი გავლენით ადამიანი შესაძლებელია გაცხოველდეს და თვითკონტროლი დაკარგოს. არ უნდა მივიყვანოთ ქართული ერი იმ სტადიამდე რომ მასზედ თვითგადარჩენის ინსტინქტმა გაიმარჯვოს და ახლო წარსული განმეორდეს.
ფეხზე დამდგარი სოფელი არის ქართული ერის სიძლიერე და გადარჩენის ერთერთი მთავარი ბერკეტი. საქართველოს რეალური აღმშენებლობა სოფლის და სოფლის მეურნეობის გაძლიერებით იწყება. იმედია მოსმენილი და შესმენილი იქნება ერის საჭიროება და მოკლევადებში ამოქმედდება ქართული ერის,სახელმწიფოს აღმშენებლობის ჭეშმარიტი ბერკეტი.

Комментариев нет:

Отправить комментарий