როგორც გაირკვა,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია- "კრედიტსერვისი პლიუსი"მომხმარებელს სთავაზობს "სარფიან" კრედიტს, სავაჭრო დახლის უზრუნველყოფით- დღიური გადახდის სისტემით. მაგალითისთვის 1000 ლარზე დღეში 36 ლარია გადასახადი,ანუ 3,6% პროცენტი დღეში! მარტივი გამოთვლის შედეგად ვადგენთ რომ თვიური საპროცენტო განაკვეთი 108% შეადგენს!! ვაღიარებ კრედიტი მართლაც სარფიანია თუმცა არა მომხმარებლისთვის. თავისთავად ჩნდება კითხვები: რატომ არ რეაგირებენ სახელმწიფო სტრუქტურები მსგავს "სარფიან" წინადადებებზე? ხომ არ იკვეთება უსაფუძვლო გამდიდრების ნიშნები ?
იმ დროს როდესაც პრემიერი საუბრობს საპროცენტო განაკვეთების შემცირებაზე, ბაზარზე მსგავსი კაბალური პირობების არსებობა რამდენად შეესაბამება სახელმწიფო პოლიტიკას?
აშკარაა რომ ეს სერვისი "სარფიანია" ,თუმცა ვინ უნდა დაიცვას მომხმარებლის ინტერესები მსგავსი"სარფიანი " წინადადებებისაგან? არეგულირებს კი ამ სფეროს რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურა
Комментариев нет:
Отправить комментарий