20130706

"მე მიმდა"- კანონია?




სანამ იარსებებს ძალაუფლების მომნიჭებელი რაიმე შესაძლებლობა, ინსტრუმენტი, ერთმა პერსონამ,პირმა მართოს მასები ,მანამ იქნება სწრაფვა ამ ძალაუფლების სადავეების ხელში ჩაგდების.ეს ჩაკეტილი წრეა..
ქართველები ტემპერამენტიანი ხალხი ვართ და ძალაუფლებასაც სრული ემოციურობით ვუდგებით , საკუთარი თავის საკეთილდღეოთ, "მე მინდა"ს ურყევ არგუმენტზე დაყრდნობით ... შესაბამისად უზენაეს ჭეშმარიტებას არა კანონი და სამართალი არამედ პირადი სურვილების ნუსხა წარმოაგენს. ერთი პირის "მე მინდა" საყოველთაო კანონია? "მე მინდა"- ხელისუფალთა, ყველაზე დახვეწილი კანონია სურვილების მონეტიზირებისათვის.
თანამედროვე ენაზე, პოლოტიკის თუ ძალაუფლების , გამორჩევითობას ანუ სუბიექტურობას - კორუფცია ეწოდება.


არ არის სავალდებულო კორუფცია თანხობრივ სარგებელთან იყოს კავშირში...
ამ სტატიის განხილვის თემას სწორედ კორუფცია წარმოადგენს.
რას ფიქრობთ კორუფციის შესახებ თქვენ?
თქვენი აზრით რა არის კორუფციის წყარო დღეს და შესაძლებელია თუ არა მისი აღმოფხვრა?
პირადად მე, ვთვლი, რომ "მე მინდა"ს აღმოფხვის შესაძლებლობა სახელმწიფორ მართვითი ორგანოების ძალთა დაბალანსების შედეგად არის შესაძლებელი.როდესაც "მე მინდა" სამართლებივ ფილტრაციას გაივლის და ამოქმედდება მხოლოდ ლეგიტიმაციის შემდეგად.
ვთვლი რომ დემოკრატია და დემოკრატიული ქვეყანა (ახალი თუ განვითარებადი) ჭეშმარიტ აზრს მაშინ შეიძენს როდესაც ერთის " მინდა " ს მოქმედების არეალი მთავრდება იქ სადც მეორეს არეალი,კანონის საზღვარი იწყება;
ხოლო ხელისუფალის "მე მინდა" ს კანონის საზღვრები და მათი უზენაესობა, რეალური და ქმედითი ძალთა ბალანსის ბერკეტები აკავებს.
თუმცა რომელ კანონის უზენაესობაზეა საუბარი, როდესაც თვით კანონთა შორის უზენაესი-კონსტიტუცია, უებრად მოერგო არაერთ "მე მინდა"ს ...
რთულია ამ ისტორიით დემოკრატიაზე ისაუბრო... სამწუხაროდ მხოლოდ საუბარი თუ მოგვიამებს გულს,ვინ იცის ჭეშმარიტ დემოკრატიას როდის ვიხილავთ და ვიხილავთ კი საერთოდ?

Комментариев нет:

Отправить комментарий