ძალინ სამწუხაროა რომ, რიგით ქართველს,ისევ მთავარ კითხვად პოლიტიკური საკითხები აქვს დღის წესრიგში.სამწუხაროდ ორი სხვადასხვა კითხვაა :
რა ხდება დღეს საქართველოში? და
რა ხდება დღეს საქართველოში მასმედიის აღწერით?
რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს პასუხი ამ ორ კითხვაზე,საქართველოს რეალობაში ხშირ შემთხვევაში კარდინალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან.რეალურად მასმედიის საშუალებები მრუდე სარკის ეფექტით ასახავენ რეალობას,განსხვავება მათ მიერ ასახულ რეალობებს შორის-სწორედ რომ,სიმრუდის კუთხეში და მის ხარისხშია.
რა განაპირობებს სარკის სიმრუდეს? რა უშლის ხელს ობიექტური ანარეკლის მიღებას? პასუხის მრავალი ვერსია შეიძლება არსებობდეს თუმცა არცერთი მათგანი იმედისმომცემად არ ჟღერს.
თავისუფალი მედია,ევროპაში-ძალა! მეხუთე კოლონა,სიამაყის,ძალაუფლები
"თავისუფალი მედია საქართველოში" - სასაცილოა... საქართველოს მედია თავის უფლებას იყოს თავისუფალი,სარფიანად აბანდებს და შესაბამისად არის თავის უფლის ის მრუდე სარკე რომელიც ასახავს რეალობას მხოლოდ იმ კუთხით და სიმრუდით როგორიც შთანთქავს რეალობის ნაწილს და აზვიადებს სასურველ ფრაგმენტს რეალობისა.
ამ მასმედიური გავლენის ომში და არაკონკურენტულ გარემოში, ყოველთვის მარცხდება ლიბერალური ძალა.ვინაიდან ა დომინანტი ძალის მიერ ხდება იმ სასურველი სურათის შექმნა რომელიც ქმნის მის რეალობას.
დღეს საქართველოში არის ლიბერალურად განწყობილი მმართველი ძალა რომელიც ალოგიკურად ლმობიერია ,პიარისა და მარკეტნგის მხრივ. ქმედებებისა და გეგმების შესახებ ზედმეტად თავშეკავებული პოზიციით გამოირჩევა ,რაც ინფორმაციულ ვაკუმს და მოსახლეობაში გაურკვევლობის შეგრძნებას ქმნის. ისმის და იბადება უამრავი კითხვა,მოსაზრება-რომლებზეც
გასათვალისწინებელია რომ, დღეს მოქალაქეობრივ პოზოციას ქმნის ინფორმაცია ,აქტიური პიარ-კომპანია,აქტუალურ კითხვებზე გასაგები პასუხები(პასუხების სისწორეს არსებითი მნიშვნელობა არააქვს).
სამწუხაროდ ხელისუფლება სუსტია საკუთარი პოზიციის დაცვის და ინფორმაციის უწყვეტობის უზრუნველყოფის მხრივ.ამავე დროს ოპოზიცია სრულად ფლობს პიატექნოლოგიურ ხრიკებს.ძალთა ბალანსი მყიფე და სახიფათოა.
პროგნოზირება?
რთულია რაიმის პროგნოზირება,ვინაიდან რიგირთი მოქალაქე იცნობს მხოლოდ ინფორმაციის იმ სახეს რაც მასმედიის მრუდე სარკეებში აისახება. რეალობა უცნობია და არამკაფიო . შესაბამისად სხვა რა გზაა, დავაკვირდეთ მოვლენათა განვითარებას....
Комментариев нет:
Отправить комментарий